კონკურენციის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0
184

საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარენოდარ ხადური  და რექტორი გიორგი შარვაშიძე აწერს ხელს.

“წელს, 8 თებერვალს, უნივერსიტეტი 99 წლის იუბილეს აღნიშნავს. უნივერსიტეტის თითოეული პროფესორის, სტუდენტის, ნებისმიერი ფაკულტეტის წარმომადგენლის აზრი, ჩართულობა და პროფესიულიხელშეწყობა ჩვენთვის პირველხარისხოვანია. კონკურენციის სააგენტოში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები განიხილება. სააგენტოთანამშრომლობს საერთაშორისო ექსპერტებთან და  მუდმივად იზიარებს მათ გამოცდილებას. საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის სწორი განვითარებისათვის, ეკონომისტებისა და იურისტების გარდა,მნიშვნელოვანია სხვა დარგის სპეციალისტების, პროფესორების, მკვლევარების, სტუდენტების და ასევე მედიკოსების, სოციოლოგების, მათემატიკოსების ჩართულობა. ჩვენი მიზანია, არსებული რესურსიგონივრულად გამოვიყენოთ, დავსახოთ კონკრეტული ამოცანები და  შევქმნათ პროდუქტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ექნება.

პირველი მემორანდუმი რომელსაც მე, როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე,  ვაწერ ხელს სწორედ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმდა. გილოცავთ ყველას უნივერსიტეტისიუბილეს და გისურვებთ სამართლიან კონკურენციაში ღირსეულ გამარჯვებას”,  – განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, თსუ-ს მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელმა ნოდარხადურმა.

„ეს არის პირველი მემორანდუმი, რომელიც  სახელმწიფო უწყებასთან დაიდო. სტუდენტების დასაქმებისა  და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენთვის სტაჟირების პროგრამა ძალიანსაინტერესო და მისასალმებელია”,-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

კომენტარები გამორთულია