რუსთავში პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საძირკველი ჩაეყარა

0
222

რუსთავში ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საძირკველი ჩაეყარა. ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა და რუსთავის რაიონული პროკურატურა ამჟამად ქ. რუსთავში ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ძველ, ამორტიზებულ შენობაშია განთავსებული, რომელიც 1949 წელს არის აშენებული. ახალი, ოთხსართულიანი შენობა 1400 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება.
ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობა საქართველოს პროკურატურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომლის დასრულებაც 2018 წლის ზაფხულში იგეგმება.

 

კომენტარები გამორთულია