მოიფიქრე დევიზი ნატოს დღეებისთვის

0
215

კონკურსი ნატოს დღეების დევიზის შესაქმნელად დაიწყო.

ჩაერთე შენც!

მოიფიქრე დევიზი ნატოს დღეებისთვის და გამოგვიგზავნე სლოგანი თემაზე: რატომ ნატო?

შენი იდეა შესაძლოა 2017 წლის ნატოს დღეების დევიზი გახდეს!

კონკურსის სამი გამრჯვებული პლანშეტური კომპიუტერით დაჯილდოვდება.

ნამუშევრების მიღების ვადა: 9 თებერვლიდან – 19 მარტამდე

კონკურსის წესები:

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ნატოს დღეებისთვის სლოგანის მოსაფიქრებლად თემაზე „რატომ ნატო?

კონკურსი ცხადდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

9 თებერვლიდან  – 19 მარტამდე მოიფიქროთ დევიზი, და თქვენი იდეა გამოგზავნოთ მისამართზე infocenter@geo.gov.ge.

ნამუშევრები შეფასდება კომპეტენტური ჟიურის მიერ. კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ნატოს დღეების ფარგლებში.

*ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უფლებამოსილია, როგორც კონკურსის მიმდინარეობისას, ისე მისი დამთავრების შემდეგ, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს (გაავრცელოს, გადაამუშაოს, დაარედაქტიროს) კონკურსის განმავლობაში შემოსული ნებისმიერი საკონკურსო მასალა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:  

ელ-ფოსტა: infocenter@geo.gov.ge

ტელ: (+995 32) 2 158 100

(+995)  599 859 085

კომენტარები გამორთულია