ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში

0
157

12 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში „საკურა” (The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) უმაღლესი ჯილდოები –  ერთი „ორმაგი ოქრო”, ექვსი – ოქროს და ხუთივერცხლის მედალი დაიმსახურა.

„საკურას” საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსისჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინისმწერლებითა და ჟურნალისტებით.

მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას,პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად აზიის ბაზარზე.

სულ კონკურსში 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 1თებერვლის ჩათვლით. ქართული ღვინის ნიმუშები იაპონიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიგზავნა.

გამარჯვებული ღვინოებია

ორმაგი ოქრო

ვაზიანი კომპანი – საფერავი 2015

ოქრო:

ბინეხი – საფერავი 2015

თელავის ღვინის მარანი – კონდოლი საფერავი 2014

თელავის ღვინის მარანი – სატრაპეზო საფერავი 2013

მილდიანი – ქინძმარაული 2014

ვაზიანი კომპანი – ქისი 2015

მეღვინეობა ხარება – საფერავი 2013

ვერცხლი:

თელავის ღვინის მარანი – მუკუზანი 2014

მილდიანი – საფერავი რეზერვი 2011

შუმი – საფერავი BIO 2014

მეღვინეობა  ხარება – ქინძმარაული 2014

ბესინი – ბესინი პრემიუმი (წითელი) 2013

„საკურას” კონკურსში „ორმაგი ოქროს” ჯილდოს მფლობელი  ღვინოები წარდგენილი იქნება 2017 წლის 7 მარტსსაერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს  – “ბრილიანტის” (Diamond Trophy)მოსაპოვებლად.

2016 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 160 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 15%-ით აღემატება 2015 წლის ექსპორტის მონაცემებს.

კომენტარები გამორთულია