დაფინანსების ახალი წყარო ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის

0
441

16 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯრის ფარგლებში გამოცხადებული პროექტების მიღების თაობაზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრა ევროპული კომისიისა და  ევროპის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) წარმომადგენელი, პროგრამის მენეჯერიგაბრიელა ჩიბიორსკა. მან დეტალურად ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნოირობის მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე დაწარმოადგინა დეტალური ინსტრუქციები დაფინანსების მოპოვებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯარა წარმოადგენს ახალ ინიციატივას, რომელიცგანხორციელდება ერასმუს+ პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში – „შესაძლებლობების განვითარებაახალგაზრდობის მიმართულებით”. ინიციატივა დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებსდა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადანდა უკრაინიდან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯარა ასევე წარმოადგენს ევროკავშირი ახალგაზდობისთვის” (EU4Youth program)  ფართო ინიციატივის ერთ-ერთი კომპონენტს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდობის აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკისსფეროში.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 მარტი, 15:00 საათითბილისის დროით (12:00 საათი ბრიუსელის დროით)

 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს:

https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/funding/capacity-building-in-field-youth-2017

კომენტარები გამორთულია