საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა

0
219

The Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა.

ეკონომიკური თავისუფლების აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2016 წელთან შედარებით 10 პოზიციით (2016 წელს: 23-ე ადგილი), ხოლო 2012 წელთან შედარებით 21 პოზიციით (2012 წელს: 34-ე ადგილი) გაუმჯობესდა. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების სტატუსი არის: „ძირითადად თავისუფალი“, ხოლო მისი მთლიანი ინდექსის ქულა 76-ს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 3,4-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 7 ქულით მაღალია.

2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით რადიკალურად გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებებით:
• საკუთრების უფლების დაცვა
• ფისკალური სიჯანსაღე
• სახელმწიფო ხარჯები
• მონეტარული თავისუფლება

წყარო: http://www.heritage.org/index/ranking

კომენტარები გამორთულია