აუდიტორია #115 რუსთავის აზოტისა და საქართველოს ბანკის შესახებ

0
506

ტელეგრაფი გთავაზობთ აუდიტორია #115 მიერ მომზადებულ ბლოგს რუსთავის აზოტისა და საქართველოს ბანკის შესახებ

*ბლოგის ქვევით შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან

მოგეხსენებათ აზოტიდან განთავისუფლებული 350 დამსახურებული თანამშრომლის საკითხი ისევ ბურუსით არის მოცული. ადამიანები, რომლებმაც ათეულობით წლის განმავლობაში უერთგულეს საწარმოს, დაიცვეს იგი ძარცვისა და განადგურებისგან, წლობით იმუშავეს ყოველგვარი ხელფასისა და დაფასების გარეშე ქუჩაში აღმოჩნდნენ. ისტორია საკმაოდ ტრაგიკულია, ამ ხალხის მიმართ გულგრილი თითქმის არავინ დარჩენილა.

არაერთხელ გაჯღერდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ზოტის საქმის უკან საქართველოს ბანკი დგას. ამასთანავე მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ბანკი უარყოფს კავშირს მასსა და და რუსთავის აზოტს შორის, რაც არაერთხელ დაფიქსირდა მედიის საშუალების. ( https://on.ge/story/7615-საქართველოს-ბანკი-ჩვენ-არ-გვიყიდია-რუსთავის-აზოტი )

ბანკი იტყუება. დოკუმენტაცია საპირისპიროს ამტკიცებს – 2016 წლის 10 აგვისტოს ვინმე ეფრემ ურუმაშვილი, არეგისტრირებს სააქციო საზოგადოება „ეუ ინვესთმენთს“, რომელმაც შემდგომში რუსთავის აზოტი შეიძინა. ფასიანი ქაღალდების რეესტრის დოკუმენტი, ნომრით 405161792, ერთი შეხედვით არაფერ განსაკუთრებულს არ გვეუბნება, თუმცა დაკვირვებული ადამიანი აღმოაჩენს, ფურცლის ბოლოში წვრილი შრიფტით მიწერილ ტექსტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოების აქციები დაგირავებული და ბლოკირებულია სააქციო საზოგადოება „ბიჯეო ჯგუფის“ სასარგებლოდ, „ბიჯეო ჯგუფი“ წარმოდგენილია ვინმე იოსებ გოზალაშვილის მიერ.

untitled

მეორე ამონაწერი თარიღით: 28/05/2015, საიდენტიფიკაციო ნომრით: 405103034 გვეუბნება რომ „ბიჯეო ჯგუფის“ მისამართი ემთხვევა საქართველოს ბანკის მისამართს და მდებარეობს გაგარინის 29ა-ში. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ირიცხება ირაკლი გილაური, მის შემადგენლობაში საქართველოს ბანკის კიდევ ერთ მაღალჩინოსანს ავთანდილ ნამიჩეიშვილს ვხვდებით. ბიჯეო ჯგუფის ოფისი საქართველოს ბანკის მეთექვსმეტე სართულზეა განლაგებული.

2

მესამე დოკუმენტი ყველაფერს ნათელს ხდილს, მასში აღწერილია „ბიჯეო ჯგუფის“ რეგისტრაციის პროცესი, საქართველოს ბანკის მიერ მისთვის ფართის გამოყოფის თარიღი და ა.შ. ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილედ არჩილ გაჩეჩილაძე ინიშნება, რომელიც ბანკის საინვესტიციო საქმიანობას განკარგავს, მის სახელს უკავშირდება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „ემ კვადრატის“ და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ფინანსირების ზედამხედველობა.

ამავე დოკუმენტში ავთანდილ ნამიჩეიშვილი ჯერ თანხმდება ბიჯეო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას:

3

ხოლო შემდეგ, უკვე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის სახელით, თავად აძლევს ხსენებულ ჯგუფს ბანკის სათავო ოფისის გამოყენების უფლებას:

4

რატომ უკრძალავენ ბანკებს არასაბანკო საქმიანობას?

2014 წლის 13 თებერვალს ექსპერტების ჯგუფმა შეშფოთება გამოთქვა, იმ გარემოებით, რომ ნაციონალური მოძრაობის კანონმდებლობით საქართველოში ბანკებს არასაბანკო საქმიანობის წარმოება არ ეკრძალებათ. ამგვარი აკრძალვა „პიტალო ჭეშმარიტებად“ მიიჩნევა მთლიანად ევროპაში, ამერიკაში და სხვა განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში. არგუმენტი მარტივია, როდესაც ბანკი კრედიტს გასცემს კრედიტორი კომპანიის წარმატებით უნდა იყოს დაინტერესებული, ხოლო ბანკი, რომელიც თვითონ მონაწილეობს წარმოებასა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, კონკურენტებისა და კრედიტორების წარუმატებლობას ელოდება. ასეთი ბანკი კონკურენტების „ჩაძირვას“ იწყებს და გაკოტრებულ კომპანიებს ხელში კაპიკებად იგდებს.

ბოლო დროს, აშკარად ფიქსირდება ტენდენცია ­ კომერციული ბანკების და მათთანკავშირში მყოფი სუბიექტების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობებს, რომ რიგი ბიზნესმიმართულებები ექსკლუზიურად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ. შესაბამისად, პირდაპირ ან ირიბად თავად შექმნან და თავადვე მართონარაპროფილური კომპანიები და ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე მოიპოვონდომინანტური საბაზრო ძალაუფლება. აღნიშნული, განსაკუთრებით თვალში საცემიაშემდეგ სფეროებში: სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობა, მსხვილი საცალოვაჭრობა, ჰოსპიტალური სექტორი, ჯანდაცვა, ფარმაცია და დაზღვევა. აღნიშნულისამომავლოდ უცილობლად გამოიწვევს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებს. კერძოდ, საბანკო სტრუქტურების ხელში მაღალი საბაზრო ძალაუფლებისკონცენტრაციას და დომინანტური მდგომარეობის მოპოვებას. რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება ზოგადად საბაზრო ურთიერთობებზე და გამოიწვევს როგორცკონკურენტული გარემოს მნიშვნელოვან შეზღუდვას ბიზნესის რიგ სფეროებში, ასევემნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ფინანსებზეწვდომას” ­ – ნათქვამია წერილში, რომლითაც ექსპერტები საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტსმიმართავენ. (http://news.ge/ge/news/story/79656-eqspertebi-bankebistvis-arasabanko-saqmianobis-akrdzalvis-rekomendatsiit-khelisuflebas-mimartaven)

ექსპერტებთან დებატებში პირადად საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური შედის, რომელიც თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალისტებისთვის ჩვეული სწორხაზოვნებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მთელს კაპიტალისტურ სამყაროში მიღებული ნორმა, რომელიც ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობისა და საბანკო მონოპოლიისგან თავის დაცვის მიზნით არის შექმნილი, არათუ ხელს უწყობს ამგვარ კონკურენციას, არამედ პირიქით ასუსტებს მას. მისი ლოგიკა დაახლოებით ასეთია, თუ ბანკები არ მოახდენენ კერძო სექტორში გაფართოვებას, მაშინ მიწოდება შემცირდება, ხოლო მოთხოვნა ისევ მაღალი იქნება, რაც გარკვეულ პროდუქტებს დეფიციტურს გახდის და მათ გაძვირებას გამოიწვევს. გილაურის მეორე არგუმენტის მიხედვით ბანკის ბრუნვაში არასაბანკო საქმიანობის წილი სულ რაღაც 5% იყო, რაც საბაზრო კონკურენციას მნიშვნელოვან პრობლემებს ვერ შეუქმნიდა. ( http://www.ghn.ge/print.php?print=103442 )

კანონი მაინც მიიღეს. როგორც ჩანს ნახსენები „5%“ ზედმეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გილაურისთვის, რასაც საქართველოს ბანკის რესტრუქტურიზაცია მოყვა. რესტრუქტურიზაციის შედეგად დაარსდა ჰოლდინგი, რომლის საკუთრებაშიც ხსენებული ბანკი გადავიდა. ამიერიდან არასაბანკო საქმიანობას არა ბანკი, არამედ საქართველოს ბანკის ჰოლდინგი განახორციელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო პრინციპი, რომლის მიხედვითაც ბანკს ამგვარი საქმიანობა უნდა ეკრძალებოდეს არ, ან ვერ სრულდება, უთანასწორობა და მონოპოლია ისევ იზრდება, ხოლო საქართველოს ბანკის აქტივები 2012 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა. გილაურმა წააგო დებატები, მაგრამ მარტივი გამოსავალი იპოვა, ამ დროს სახელმწიფო სხვანაირად უნდა იქცეოდეს.

საქართველოს ბანკისჯგუფის ახალი სტრუქტურის ძალაში შესვლა და არასაბანკობიზნესის საბანკო საქმიანობისაგან გამიჯვნა 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. “საქართველოს ბანკისჯგუფის განახლებული სტრუქტურის თანახმად, განხორციელდება იურიდიული რესტრუქტურიზაცია და საბანკოსაფინანსო დაარასაბანკო ბიზნესის გამიჯვნა. “საქართველოს ბანკისრულად ფოკუსირდება საბანკოსაქმიანობაზე, არასაბანკო ბიზნესი კი გაერთიანდება ცალკე საინვესტიციომიმართულებით და შევასაქართველოს ბანკისჰოლდინგში პირდაპირდაქვემდებარებაში, შედეგად არასაბანკო ბიზნესი საქმიანობას განაგრძნობსსაქართველოს ბანკისგანდამოუკიდებლად“, – განაცხადა ირაკლი გილაურმა.


მისივე განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების გამო მოხდა მენეჯმენტისგამიჯვნა, საბანკო და არასაბანკო მიმართულებების მიხედვითაც ცვლილებები შევიდაბანკის მენეჯმენტის შემადგენლობაში. “მე 2015 წლის ზაფხულიდან გადავდივარსაქართველოს ბანკისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დაგავაგრძელებ მოღვაწეობასსაქართველოს ბანკისჰოლდინგის გენერალურიდირექტორის თანამდებობაზე. ( https://bpn.ge/finansebi/8138-murthaz-kikoria-qsaqarthvelos-bankisq-generaluri-direqtoris-thanamdebobaze-gazafkhulze-dainishneba.html?device=xhtml&lang=ka-GE )

საქართველოს ბანკი საკუთარი ჰოლდინგის დახმარებით აწარმოებს არასაბანკო საქმიანობას და ქმნის მონოპოლიებს ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებში, რითაც მშრომელები და ბაზრის შედარებით მცირე მოთამაშეებც ზარალდებიან. ბანკის მენეჯმენტი ცრუობს და აზოტთან კავშირის დაფარვას ცდილობს.

ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს სამართლისა და ეკონომიკის დარგში, რომლებსაც აღნიშნულ პრობლემაზე მსჯელობისა და მისი გადაჭრის სურვილი აქვთ. დაგვიკავშირდით, გაგვაცანით თქვენი მოსაზრებები და იბრძოლეთ უკეთესი მომავლისთვის, უთანასწორობისა და მონოპოლიის წინააღდმეგ.

კომენტარები გამორთულია