კონკურსი უფროსკლასელთათვის

0
155

„ტრადიციული თამაშობები“
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების, გაზეთის „ახალი განათლება“, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს უფროსკლასელთათვის თემაზე
„ტრადიციული თამაშობები“
კონკურსის მიზანია:
 გამოავლინოს და დააფიქსიროს დღემდე, უხუცესების მეხსიერებაში შემონახული საქართველოს სხვადასხვა კუთხის უძველესი თამაშობები (როგორც სახალხო, ისე ჯგუფური და სამაგიდო),
 გაზარდოს საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ინტერესი მათი კუთხის არამატერიალური მემკვიდრეობის მიმართ,
 დაეხმაროს ახალგაზრდა თაობას არამატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშების მოძიებისა და ფიქსაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალობებაში,
 ხელი შეუწყოს ძველი ქართული თამაშობების აღდგენა-პოპულარიზაციას.

კონკურსი მოეწყობა ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი –
გულისხმობს სკოლაში, მოსწავლეთა ნამუშევრების პირველად სელექციას, რომელიც სკოლის ადმინისტრაციის მიერ საკონკურსო პირობების ყველა ნორმის დაცვით იქნება შერჩეული და გადმოგზავნილი მითითებულ ელ.მისამართზე aramaterialuri@yahoo.com (იხ. საკონკურსო ნიმუშის წარდგენის ფორმა) საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ხელმძღვანელობამ თავად უნდა გაუწიოს მოსწავლეს ტექნიკური დახმარება.
საინტერესო ნამუშევრების წარმდგენნი გადავლენ მეორე ეტაპზე.
მეორე ეტაპი –
მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები, კონკურსის ორგანიზატორებისა და ექსპერტების შენიშვნების გათვალისწინებით, ჩაასწორებენ ნიმუშებს და ხელახლა გადმოგზავნიან მათ.

ნიმუშის წარდგენის ფორმა
თითოეული ნაშრომი უნდა მოიცავდეს:
1. Word-ის ფაილში დაწერილ საკონკურსო ნამუშევარს
2. მოსწავლეების მიერ აღწერილი თამაშობის მიხედვით გადაღებულ მაღალი რეზოლუციის ფოტოებს (რაოდენობა შეზღუდული არ არის) და თამაშის/ან მისი ფრაგმენტების/ ამსახველ ვიდეოჩანაწერს (ფოტოები უნდა გადმოიგზავნოს ვორდის ფაილში შესრულებულ ნაწერთან ერთად jpg ფორმატში)
3. ელემენტზე მუშაობის ამსახველ ფოტო-მასალას, გადმოგზავნილს ასევე jpg ფორმატით
4. შეძლებისდაგვარად, თამაშობის ამსახველ ვიდეოჩანაწერს (შესაძლებელია გადაღებული იქნას მობილური ტელეფონით)
სასურველია ნიმუში ჩაიწეროს თქვენი რეგიონის (სოფლის, ქალაქის, ქუჩის, უბნის, ოჯახის, და ა.შ.) მკვიდრი მოსახლის თხრობის მიხედვით.
სასურველია მოძიებული და ჩაწერილი ნიმუში ფართე საზოგადოებისთვის ნაკლებად იყოს ცნობილი.
სკოლის შიდა შერჩევის შედეგად, საუკეთესო ერთი ან რამდენიმე ნიმუში სკოლამ უნდა გადმოაგზავნოს:
• კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ელ.ფოსტაზე aramaterialuri@yahoo.com
• ან, გაზეთ „ახალი განათლების“ რედაქციაში,
• ან, მოგვაწოდოს ფოსტით მისამართზე: თბილისი, 0105 თაბუკაშვილის ქ. #5. „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“
ვორდის ფაილი უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო ჩანაწერს:

1. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში – თამაშის დასახელება
2. ავტორი მოსწავლ/ეებ/ის – სახელი, გვარი
3. ხელმძღვანელი პედაგოგი – სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ. ელ. მისამართი)
4. ქალაქი(რაიონი,სოფელი) და სკოლის სრული დასახელება
5. სკოლის დირექტორი – სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ. ელ. მისამართი)
6. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის სხვა დასახელება (რამდენიმე დასახელების შემთხვევაში მიუთითეთ ყველა სათაური და დაურთეთ კომენტარი)
7. ნიმუშის აღწერა
აღწერისათვის უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
• რას წარმოადგენს თქვენ მიერ შერჩეული თამაში – მოკლე განმარტება თამაშის შესახებ;
• სახელწოდება (აგრეთვე, მიუთითეთ თუ არის ცნობილი თქვენ მიერ აღწერილი ნიმუშის განსხვავებული, სხვა სახელწოდება);
• ნიმუშის ჩაწერის აღწერილობა – სად, როდის, რისთვის და ვის მიერ იქნა მოთხრობილი და ჩაწერილი ეს ნიმუში, მიუღია თუ არა მონაწილეობა მთხრობელს აღნიშნულ თამაშში და ვისგან აქვს ნასწავლი თავად მას ეს თამაში;
• ტრადიციულად რა დროს, რა შემთხვევაში, რამდენი მონაწილე თამაშობს მას;
• აღწერეთ გარემოება, როდესაც თამაშობენ ამ კონკრეტულ ნიმუშს;
• რას უკავშირდებოდა აღნიშნული თამაშობა;
• რა ატრიბუტები უკავშირდება/თან ახლავს თამაშის პროცესს – (ასეთის არსებობის შემთხვევაში დააფიქსირეთ ფოტოზე);
• სხვა პირობები, რომელიც აუცილებელია აღნიშნული თამაშის დროს;
• რა როლი ენიჭება თქვენ მიერ შერჩეულ ნიმუშს საზოგადოების კულტურულ, ან რელიგიურ, ან ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაასაბუთეთ შემოთავაზებული თამაშის მნიშვნელობა (უნიკალობა ან ორიგინალობა) პირადად თქვენთვის (რეგიონისთვის, სოფლისთვის, ოჯახისთვის, სკოლისთვის…), საზოგადოებისათვის.
• აღწერეთ თამაშის პროცესი
სპეფიციკის გათვალისწინებით, წარმოდგენილ ნაშრომს უნდა ახლდეს შესაბამისი თვალსაჩინო მასალა: ფოტო, ვიდეო (შესაძლებლობის შემთხვევაში). ასევე – ჩანახატი, ჩანახაზი, შაბლონი, სქემა, ესკიზი და სხვა თვალსაჩინო მასალა – საჭიროების მიხედვით.
ნამუშევრებს, სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები.
გამოგზავნის ვადაა 2016 წლის 15 აპრილი.
გვეკონტაქტეთ: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე
599 08 40 03;
aramaterialuri@yahoo.com
მაკა თაქთაქიშვილი,

კომენტარები გამორთულია