მფრინავი ტაქსი

0
284

ავტომატურად მართვადი დრონი, რომელსაც შეუძლია ადამიანების ტრანსპორტირება და კონკურენციას უწევს ტრადიციულ ტაქსის, რეგულარულ მუშაობას ივლისში, დუბაიში დაიწყებს. ამის შესახებ დუბაის გზებისა და ტრანსპორტირების ორგანოს ხელმძღვანელმა მსოფლიო მთავრობის სამიტზე ისაუბრა.

მფრინავი ტაქსის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საცობის თავიდან აცილება და დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლა.  ვერტმფრენის მართვა მარტივია, მგზავრმა მხოლოდ უნდა აირჩიოს სასურველი ადგილმდებარეობა სენსორულ ეკრანზე, დანარჩენი კონტროლი კი საჭირო აღარ არის. მექანიზმს აქვს უნარი მაქსიმუმ 50 კილომეტრი მანძილი 160 კმ/სთ სიჩქარით დაფაროს.

კომენტარები გამორთულია