იმიტომ რომ … ახალი სუნთქვა!

0
214

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ:

ახალი სუნთქვა!
დღეიდან პარლამენტი შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას მკვეთრად გააუმჯობესებს.
ეს საკანონმდებლო პაკეტი იმ პროგრამის ქვაკუთხედი და ნაწილია, რომელიც შსს-მ ერთი წლის წინ შეიმუშავა.
• შეიმუშავა იმიტომ, რომ ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში 20% -ით გაიზარდა;
• იმიტომ, რომ ადამიანები სიტყვით დასავლურ სტანდარტებს დეკლარირებენ, მაგრამ სინამდვილეში იმ მახინჯ წარსულში არიან ჩარჩენილები, როცა არაკანონმორჩილება უფრო კარგ ტონად ითვლებოდა, ვიდრე კანონის პატივისცემა;
• იმიტომ, რომ ზეპირსიტყვიერების დონეზე ყველა ვთანხმდებით – საგზაო მოძრაობის წესები უნდა დავიცვათ! მაგრამ, როგორც კი შანსი მოგვეცემა, ჩუმად მაინც ვარღვევთ და გვგონია, რომ „ეს არაფერია“. არადა, სწორედ ამ ერთმა საბედისწერო წამმა შეიძლება ყველაფერი შეცვლოს… • იმიტომ, რომ ბევრი საჯაროდ საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების გამკაცრებას ითხოვს, მაგრამ, როგორც კი თავად დააჯარიმებენ, პირველი ყვირის „უსამართლობაზე“ და „ცუდ პატრულებზე“;
• იმიტომ, რომ „დიდი ჯიპის მენტალიტეტი“ ჯერ კიდევ ღვივის არასრულყოფილების კომპლექსის კვალდაკვალ და ჰგონიათ, რომ ჯარიმის გადახდით შეძლებენ პრობლემის „აღმოფხვრას“ და მერე ისევ დაარღვევენ იმ იმედით, რომ გადაიხდიან;
• იმიტომ, რომ ქუჩაში დამონტაჟებული კამერის ან პატრულის დანახვისას, სანიმუშო მძღოლებივით ვსწორდებით და ვიქცევით. როგორც კი თვალს მიეფარებიან, ისევ ვდუნდებით და მავნე ჩვევებს ვექვემდებარებით…
• იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებას ჯერ კიდევ გაზრდა სჭირდება. ახლა, უბრალოდ, გარდამავალი პერიოდია და ეს საკმაოდ მტკივნეულია…
მიხარია, რომ პოლიციელები სკოლებში დადიან და ბავშვებს პატარაობიდანვე უნერგავენ კანონის პატივისცემას, მათ საგზაო ნიშნების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან შსს-ს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინტელექტუალური ინვესტიციაა ის, რომ მან მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელო – „ უსაფრთხოების 10 გაკვეთილი“ შექმნა… მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს მჯერა, ისინი ჩვენზე ბევრად მაგრები იქნებიან…
• იმიტომ, რომ სანამ უბედურება საკუთარ კარზე არ მოგვიკაკუნებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობას ვერ ვიაზრებთ და ათასი გაუმართლებელი მიზეზით ვიმართლებთ თავს;
• იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის – გზა ევროპისკენ კანონის უზენაესობიდან იწყება და პოლიციის პატივისცემაზე გადის;
• იმიტომ, რომ ზოგს ჯერ ისევ ჰგონია – საგზაო ნიშნები ბიუჯეტის შესავსებადაა მოგონილი და არა საგზაო მოძრაობის მოსაწესრიგებლად • იმიტომ, რომ თავისუფლება ხშირად არასწორად გვესმის… • იმიტომ, რომ ყოველთვის ბევრი „იმიტომ“ გვაქვს საკუთარი თავის გასამართლებლად და სხვის დასადანაშაულებლად…
• იმიტომ, რომ ახლა ამას კითხულობთ და თავს ვერ აიგივებთ ზემოაღნიშნულ პრობლემებთან…

ამიტომ – მე მჯერა ამ კანონპროექტის, რომელიც მალე კანონის ძალას მიიღებს! მჯერა იმ ბერკეტების, რომელიც ამ ინოვაციურ პროექტშია ჩადებული.
მჯერა იმ ადამიანების, რომლებმაც ამ პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზები დასახეს და ამისთვის, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა ძირეულად შეიწავლეს…
მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება…
ახალი სუნთქვა გამეხსნა ასეა, როცა შენი თვალით ხედავ და იაზრებ, რომ ქვეყანა, რომელსაც ემსახურები, სწორ, პროგრესულ ნაბიჯს დგამს უსაფრთხო მომავლისკენ…
შსს – თქვენი გულისთვის, თქვენი უსაფრთხოებისთვის!!!

კომენტარები გამორთულია