გამოცემის რეიტინგისთვის ტრაგედიით სპეკულირება მიუღებელია

0
133

მიუღებელია გამოცემის რეიტინგისთვის ტრაგედიით სპეკულირება – ქარტიის საბჭოს განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის, მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების გამო. კატეგორიულად მიუღებელია ტრაგედიით სპეკულირება და ამით გამოცემის რეიტინგის ზრდა.

საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მიმართ არსებობს მომეტებული ინტერესი, თუმცა, დაცული უნდა იყოს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ქარტია მიმართავს მედიასაშუალებებს პატივი სცენ გარდაცვლილის ახლობლებს და თავი შეიკავონ ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირებისგან.

კომენტარები გამორთულია