შსს თანამშრომლებმა ტყის მცველის გვამი იპოვეს

0
378

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ხოვლეს ტყეში, 1969 წელს დაბადებული კ.ყ.-ს გვამი იპოვეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კ.ყ. ტყის მცველი იყო და ის სახლიდან მიმდინარე წლის 25 თებერვალს გავიდა. მეორე დილით ნაპოვნი იქნა კ.ყ.-ს კუთვნილი ცხენი. თავად ტყის მცველთან შიდა ქართლის სატყეო-სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავშირება ვერ შეძლეს და დასახმარებლად პოლიციას მიმართეს. გარდაცვლილს დაზიანება თავისა და მხრის არეში აღენიშნება.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით).

ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები გამორთულია