აგრარული უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტაჟირებას სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან

0
135

გრარული უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტაჟირებას სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გიამართა. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ და სააგეტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნეს. “სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან, იმართება შეხვედრები ახალგაზრდა კადრების პროფესიული უნარების ამაღლების და აგრარული სპეციალობების პოპულარიზაციის მიზნით.“-განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

კომენტარები გამორთულია