რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორი ბაღის მშენებლობა ფინანსდება

0
333

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორი ბაღის მშენებლობა ფინანსდება. სოფლებში – ასურეთსა და ალგეთში პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ორივე პროექტისათვის ერთობლივად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ახალი სააღმზრდელო დაწესებულებებით სარგებლობას 200-მდე ბავშვი შეძლებს.

კომენტარები გამორთულია