აფბა იმ ხარვეზებს ასახელებს რომელიც თამბაქოს შესახებ კანონს ახლავს

0
216

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას „თამბაქოს შსახებ კანონპროექტზე“ და იმ ხარვეზებზე საუბრობს რომელიც კანონპროექტს ამ ფორმით ახლავს. კანონპროექტს არ გააჩნია ფინანსური ანალიზი, ერთადერთი რასაც ფინანსური კუთხით კანონპროექტიდან ვიგებთ არის ის, რომ სახელმწიფოს დამატებითი ხარჯების გაწევა არ მოუწევს და ეს ბიუჯეტს დამატებით ტვირთად არ დააწევბა. მაგრამ კანონში არეფრია ნათქვამი იმ ბიზნესებზე და იმ კომპანიებზე რომლებიც კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ დაზარალდებიან და რომელთა შესაძლო ზარალიც ნეგატიურად აისახება, როგორც ბიუჯეტის ფისკალურ მხარეზე, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ფონზე. ამას გარდა გაუგებარია, თუ როგორ უნდა მოახდინონ სხვადასხვა უწყებებმა კანონის აღსრულება იმავე რესურსებით რაც დღეს გააჩნიათ მათ, მით უფრო, რომ დღეს არსებული კანონი ბევრად უფრო მარტივია და ამ მარტივი კანონის აღსრულებაც უჭირთ უწყებებს არსებული რესურსით.

ეკონომიკური ნაწილი

ბიზნესს სერიოზულ საფრთხეს უქმნის თამბაქოს სარეალიზაციო დაწესებულებათა სალიცენზიო/საავტორიზაციო მექანიზმები. ვინაიდან საუბარი არ არის, რა სახის ლიცენზირება უნდა მოხდეს, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მსურველმა და საერთოდ რა არის აზრი ქვეყანაში ამ ნორმის დარენგვის. თუ ლიცენზირების ნორმები რთული იქნება, ეს ნიშნავს, რომ მცირე მეწარმეების უმრავლესობა ვერ დააკმაყოფილებს მას (საუბარია მცირე სუპერ მარკეტებსა და მაღაზიებზე) და ისინი უბრალოდ გაკოტრდებიან. შედეგად მხოლოდ მსხვილი მეწარმეები აიღებენ ლიცენზიას და ისარგებლებენ ბაზარზე კონკურენციის მკვეთრი შემცირებით. მეორე შემთხვევაში, თუ ლიცენზირების ნორმები იქნება ადვილად დასაკმაყოფილებელი და ყველა შეძლებს მის მიღებას, რა აზრი აქვს ასეთი რეგულაციის შემოღებას?! ეს იქნება მოსახლეობის ჯიბეებიდან ფულის ამოღება უაზრო ლიცენზიის გამო.

მცირე ბიზნესს ასევე სასიკვდილო საფრთხეს უქმნის კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი რომლის მიხედვითაც თამბაქოს ხილვადობა უნდა აიკრძალოს, როგორც სავაჭრო ობიექტის შიგნით, ასევე გარეთ. საქმე იმაშია, რომ სავაჭრო ობიექტებს თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგებლები თვიურ ქირას უხდიან თამბაქოს სტენდის განთავსებაში, ამ თანხის ამოღება კი მცირე ბიზნესისთვის (მარკეტები ჯიხურები უბნის მაღაზიები) მძიმე დარტყმა იქნება.

კიდევ ერთი რეგულაცია რომელიც, როგორც ბიზნეს სექტორს, ისე მთლიანად ეკონომიკის განვითარებას უქმნის საფრთხეს, არის თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლების ჩართულობის აკრძალვა ნებისმიერი ტიპის ჯანდაცვის ან აღნიშნულ თემაზე მიმდინარე განხილვაში. ასევე კანონპროექტის მიხედვით ამ ბიზნესის წარმომადგენლებს ეკოძალებათ ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია სახელმწიფოს ჩინოსნებთან. რაც ერთის მხრივ უარყოფითად აისახება ბიზნეს გარემოზე, ხოლო მეორეს მხრივ არის საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის დარღვევა რომლის მიხედვითაც, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

ტექნიკური ნაწილი

რაც შეეხება აღსრულების ნაწილს კანონპროექტს ამ მიმართულებითაც ხარვეზები ახლავს, უფრო კონკრეტულად კი კანონპროექტში არ არის ჩადებული რელური კონტროლისა და აღსრულების მექანიზმები. მაგალითად თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია, იმ დაწესებულებაში სადაც ეს კანონით აიკრძალება გაოიწვევს დაჯარიმებას, თუმცა ვინ იქნება ამ შემთხვევაში მაკონტროლებელი და ვინ აღასრულებს კანონით დადგენილ ნორმებს კანონპროექტიდან ვერ ვიგებთ.

კანონპროექტის კიდევ ერთი სერიოზული ხარვეზი, არის მწეველთა გაკონტროლება, (დაწესებულებები, გასართობი ცენტრები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორნები, კაფეები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, კლუბები, კაზინოები, საბანკეტო დარბაზები)  კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით ამ დაწესებულებებში მწეველთა კონტროლი ევალებოდა შსს -ს, მაგრამ ამ უკანასკნელის არგუმენტების მიხედვითვე, მათი მხრიდან აღნიშნულ დაწესებულებებში მწეველთა კონტროლი ძნელად ადმინისტრირებადი და პრაქტიკულად შეუძლებელია.  შსს- ს აღნიშნული განცხადების შმდეგ, კანონპროექტში ცვლილება შევიდა და აღნიშნული საკითხის კონტროლი ფინანსთა სამინისტროს დაევალა, თუმცა რესურსების უცვლელობის პირობებში აღნიშნულ სამინისტროსაც მსუბუქად, რომ ვთქვათ გაუჭირდება მონიტორინგი და დამრღვევების ადმინისტრირება. ასევე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის პირველი ვერსიის განხილვის შემდეგ, რომელ ვარიანტზეც თითქმის ყველა სამინისტრომ, მათ შორის შსს – მ უარყოფითი დასკვნა დაწერა, კანონპროექტის განახლებულ ვარიანტში, არსებითი ცვლილებები არ შსულა.

რაც შეეხება შსს-ს პასუხისმგებლობას, ამ მიმართულებთ, სამინისტრო პასუხისმგებელია ავტობუსებში, სამარშრუტო და არასამარშრუტო ტაქსებში მოწევისა და მწეველთა კონტროლზე. ამ მიმართულებითაც კანონპროექტს ეფექტურობის მიმართულებით პრობლემები აქვს და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

არაკონსტიტუციური და ტექნიკურად შეუძლებელი რეგულაციები

კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთ აბსურდულ ცვლილებებს რომელთა პრაქტიკაში განხორციელებაც შუძლებელი და არაკონსტიტუციურია. უფრო კონკრეტულად კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს იმპორტიორი/მწარმოებელი კომპანიები ვალდებულნი, არიან ნებისმიერ ადამიანს აუნაზღაურონ მკურნალობის ხარჯები, თუ ეს ადამიანი ჩათვლის, რომ მისი ჯანმრთელობა თამბაქოს მოხმარებით შეირყა. ასევე იკრძლება ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში თამბაქოს ინდუსტრის ან სახლემწიფოს წარმომადგენლის ნებისმიერი ფორმით ჩართულობა და განხილვებში მისი პოზიციის დაფიქსირება. რაც თავის მხრივ მხარეებს უზღუდავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და თემის ორივე მხრიდან განხილვის საშუალებას.

თავისი შინარსით კიდევ ერთი მოუქნელი ინიციატივა, კანონპროექტს ახლავს, დაწესებულებების ტერიტორიაზე მოწევის შემთხვევაში, დაწესებულებებისთვის ლიცენზირების შეჩერება. უფრო კონკრეტულად კი ისეთ დაწესებულებაში ან დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც მოწევა აიკრძალება, ნებისმიერი დამრღვევის ქმედების გამო დაწესებულებას შუჩერდება სამუშაო ლიცენზია. აღნიშნული ინიციატივა იმდენად ბუნდოვანი და არასამართლიანია, რომ მისი პრაქტიკაში დანერგვის შემთხვევაში რისკის ქვეშ დადგება, როგორც არაერთი დაწესებულების სრულფასოვანი საქმიანობა, ისე ამ რეგულაციის რელობაში აღსრულების მექანიზმები.

აფბა მიიჩნესვს, რომ ამ ხარვეზებს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, წინააღმდეგ შემთხვევასი კაონპროექტი მრავალი მიმართულებით მოიტანს ზიანს.

კომენტარები გამორთულია