ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ახალგაზრდული იდეების კონკურსს აცხადებს

0
75

კონკურსის მთავარი მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. ბავშვთა დაახალგაზრდობის განვითარების ფონდი არის სახელმწიფო უწყება, რომელიც იდეების პროგრამის განხორციელებით ხელს უწყობს ქვეყანაში ახალგაზრდების სხვადასხვა კუთხითგანვითარებას, მათ არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას და ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, ახალგაზრდებისდასაქმებას მათივე იდეების ფარგლებში და სამუშაო გამოცდილების დაგროვებას, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების მიერ ინიცირებული საინტერესო იდეებისგანხორციელებას გადაწყვეტილების მიღების, კულტურის, განათლების, სოციალური მეწარმეობის, გარემოს დაცვის სფეროებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.

კონკურსთან დაკავშირებულ სიახლეებს, პროგრამულ პრიორიტეტებს და შეფასების კრიტერიუმებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრისმოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსგააცნობენ.

შემოსულ პროექტებს განიხილავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო და გამოავლენს გამარჯვებულებს.

ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:

1.      დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება, რომელიც თავის მხრივ  მოიცავს  სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესისხელშეწყობას, არაფორმალური განათლების მიღებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას;

2.      სამოქალაქო  მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს  გარემოს დაცვაზე ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გადაწყვეტილების მიღებისპროცესში  ჩასართავად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას და კულტურას (განსაკუთრებით კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას);

უპირატესობა მიენიჭება:

* რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონითმაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”) და იძულებით გადაადგილებულ პირთაკომპაქტურად დასახლებული  რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;

* ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი III, პუნქტი III) მიხედვით განსაზღვრული სპეციალურისაჭიროებების მქონე ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.fondi.gov.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო ტეტელაშვილი
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტი
ტელ.: 593 39 00 09

კომენტარები გამორთულია