ბარდა – თესვა, მოვლა, მოყვანა

0
375

ზოგადი ინფორმაცია

ბარდა (ლათ. Pisum) — პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. ბარდის სამშობლოდ აღმოსავლეთი ავღანეთი და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი ითვლება.

კულტურაში ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ბარდა (Pisum sativum), რომელიც ერთწლოვანი საგაზაფხულო ან საშემოდგომო მცენარეა.

ბარდა აქვს 30-180 სმ-მდე სიმაღლის ღერო, ფოთოლი წყვილფრთისებრია, ყვავილი ძირითადად თეთრი ან იისფერის გარკვეული ტონალობისაა, თვითდამმტვერავია. ბარდა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სასურსათო და საკვები კულტურაა.

სასარგებლო თვისებები

ბარდა მდიდარია ვიტამინებით (A, B1, B2, C, PP), კაროტინით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორითა და რკინით. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, მარგანეცი და მრავალი სასარგებლო ნივთიერება.

ბარდის მარცვალი შეიცავს, შესაბამისად ჯიშებისა — 20-40 %-მდე სახამებელს, 4-10 %-მდე შაქარს, 0,7-1,5 %-მდე ცხიმს. ამასთან ბარდის ცილის შეთვისების უნარიანობა 1,5-ჯერ უკეთესია ხორბლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ბარდა, როგორც სხვა პარკოსნებს მნიშვნელოვანი როლი აქვს, სოფლის მეურნეობაში, ის კარგი სიდერატი და წინამორბედი კულტურაა, ერთ ჰექტარზე ბარდის წარმოების შემდეგ ნიადაგში რჩება 50-100 კგ აზოტი. ეს დაახლოებით 300 კგ გვარჯილას ან 10-20 ტონა ორგანულ სასუქის ექვივალენტია.

თესვა

ბარდა სინათლის მოყვარული მცენარეა, შესაბამისად სასურველია შეირჩეს მზიანი ადგილი. გრუნტის წყლები არ უნდა იყოს მაღლა, რადგან ბარდას ფესვი ღრმად ჩადის მიწაში (1 მეტრი და მეტი).

ბარდას როგორც წესი ადრე გაზაფხულზე თესავენ, ნიადაგს ამზადებენ წინა შემოდგომით, ამუშავებენ 20-30 სმ-ის სიღრმეზე, 1მ2-ზე შეაქვთ 4-6 კგ. კომპოსტი ან გადამწვარი ნაკელი, 15-20 გრ. კალიუმი მარილი, 20-40 გრ. სუპერფოსფატი.

ბარდასთვის თითქმის ნებისმიერი შემადგენლობის ნიადაგი მისაღებია, მჟავე ნიადაგები სასურველია წინასწარ დამუშავდეს, იხილეთ ნიადაგის pH-ის მჟავიანობის შეცვლა

ნიადაგი ph=6.0-7.0

განსაკუთრებით კარგი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი, თუ  წინამორბედი კულტურისთვის ნიადაგი კარგად იყო განოყიერებული.

კარგი წინამორბედებია: კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, გოგრა.
ცუდი წინამორბედებია: ლობიო, სოიო, მიწის თხილი, ბარდა.

ბარდას დათესვა იმავე ადგილზე სასურველი არ არის 4 წლის განმავლობაში. თვითონ ბარდა ყველა, როგრც სხვა პარკოსნები, ზალიან კარგი წინამორბედი კულტურაა.

ბარდასთვის მხოლოდ გადამწვარ ნაკელს იყენებენ, ახალი იწვევს მწვანე მასის ზედმეტ ზრდას — ყვავილისა და ნაყოფის შემცირების ხარჯზე.

თესვის სქემა

ჩვეულებრივ ბარდას თესავენ მწკრივებში, რიგთაშორის დაშორება 15-25 სმ. მცენარეთა შორის 6-10 სმ. თესვის სიღრმე 3-5 სმ.

თუ რიგებს შორის დაშორებას დავტოვებთ დაშორებას 40-45 სმ. შუაში შეგვიძლია სალათი მოვიყვანოთ.

თესვის ნორმა საადრეო ჯიშებისთვის უმეტეს შემთხვევაში შეადგენს:

  • სრული მოთესვა 240 კგ. ჰა-ზე.
  • 6 მწკრივიან ზოლებად თესვა 200 კგ. ჰა-ზე.
  • 2 მწკრივიან ზოლებად 160 კგ. ჰა-ზე.

საშუალოდ ჯიშებისათვის შესაბამისად თესავენ:

  • სრული მოთესვა 200 კგ. ჰა-ზე.
  • 6 მწკრივიან ზოლებად თესვა 160 კგ. ჰა-ზე.
  • 2 მწკრივიან ზოლებად 130-140 კგ. ჰა-ზე.

საგვიანო ჯიშებისათვის:

  • სრული მოთესვა 140 კგ. ჰა-ზე.
  • 6 მწკრივიან ზოლებად თესვა 130 კგ. ჰა-ზე.
  • 2 მწკრივიან ზოლებად 110კგ. ჰა-ზე.

ბარდა გაღივებას იწყებს 2 -3 გრადუს ტემპერატურაზე, იყინება მინუს 6-7გრადუსზე.

სავეგეტაციო პერიოდი მერყეობს საადრეო ჯიშებში 60-70 დღე,  ხოლო საგვიანო ჯიშებში 120-140 დღე.

მოვლა

ბარდა ტენის მოყვარული მცენარეა, ტენის ნაკლებობის შემთხვევაში სცვივა ყვავილები და ნასკვები. ყვავილობამდე ბარდას რწყავენ კვირაში ერთხელ, ხოლო ყვავილობისას, როცა ნიადაგი საერთოსდ არ უნდა გამოშრეს კვირაში ორჯერ.

ბარდას, კარგი მოსავლისთვის იყენებენ საყრდენს — ბადეს, მავთულს, ჭიგოს (დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლე).

მოსავლის აღება

მასიური ყვავილობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, შესაძლებელია მოსავლის აღება, კარგი გარემო პირობების და მოვლის შემთხვევაში 1მ2-ზე, შესაძლებელია მოსავალი 4 კგ-მდე იყოს. მოსავლის აღება ხდება 3-5 კვირის განმავლობაში, 2-4 დღეში ერთხელ.

გისურვებთ წარმატებას!

http://agrokavkaz.ge

კომენტარები გამორთულია