რა ქონებას ფლობს ქვემო ქართლის გუბერნატორი

0
502

საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები და ქალაქი რუსთავი) რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია 26.02.2017 ჩააბარა.

დეკლარაციის მიხედვით გუბერნატორი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ორსულიან ოჯახში მხოლოდ ოჯახის უფროსი მუშაობს და უძრავ-მოძრავ ქონებასაც მხოლოდ ის ფლობს.

გუბერნატორს თბილისში ორი საცხოვრებელი სახლი აქვს: ქავთარაძის 32-1-18, 75,00 კვ.მ 1984 წელს მიღებული და საქართველო, თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 23ბ, 107,00 კვ.მ 2012 წელს 173000,00 ლარად შეძენილი. დეკლარაციის თანახმად, ხიზანაშვილმა 2012 წელს სწორედ აღნიშნული თანხის ოდენობის 14 წლიანი იპოთეკური სესხი აიღო საქართველოს ბანკიდან. გუბერნატორს საქართველოს ბანკიდან კიდევ ერთი სესხი (სამომხმარებლო) 17500,00 ლარი აქვს აღებული.

პაატა ხიზანაშვილი ფლობს ასევე მიწის ნაკვეთს – საქართველო, თბილისი, სოფ.ლისი, 2200,00 კვ.მ. რომელიც 2006 წელს 35000,00USD შეიძინა.

პაატა ხიზანაშვილის საკუთრებაშია სამი მსუბუქი ავტომობილი:

toiota rav-4 – 2014 ნასყიდობა – 17500,00 ლარი

ford250 – 2015 – ნასყიდობა 5600,00 ლარი

matford – 1992 – ნასყიდობა 5000,00 ლარი

დეკლარაციის შევსების დროს გუბერნატორს ხელზე 4350,00 ლარი, “საქართველოს ბანკი”-ს საკრედიტო ბარათზე 9000,00,  საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 24,31, ბანკი ქართუს სახელფასო ანგარიშზე 2950,00, ხოლო საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 6373,74 ლარი ჰქონდა.

პაატა ხიზანაშვილმა 01.01.2016-დან 31.12.2016- მდე რწმუნებული-გუბერნატორის თანამდებობაზე 70800,00 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.

 

კომენტარები გამორთულია