სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

0
220

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის ქვითრის გარეშე და ღამის სანათი მოწყობილობის, ე.წ. პროჟექტორის საშუალებით ნადირობდნენ. მათ მოპოვებული ჰყავდათ 12 ცალი ქედანი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს და დალუქეს სამართალდარღვევის იარაღები.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

კომენტარები გამორთულია