ბოლნისის „სიონის” ხელმძღვანელი გულშემატკივრებს შეხვდება

0
237

საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის” ახალი ხელმძღვანელი 2 მარტს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გუნდის გულშემატკივრებს შეხვდება. ბუბა ტყავაძე გუნდის ქომაგთა დასმულ კითხვებს უპასუხებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, ბოლნისურ კლუბს ტყავაძე იანვრიდან ხელმძღვანელობს. ბუბა ტყავაძე, რომელსაც მრავალწლიანი სპორტული გამოცდილება აქვს, უკვე გაეცნო კლუბში არსებულ მდგომარეობას და ინფრასტრუქტურას. ტყავაძე წლების წინ ,,სიონში’’ ასპარეზობდა, შემდეგ გარკვეული პერიოდი ბავშვთა ფეხბურთს ხელმძღვანელობდა, ხოლო ბოლო წლებში საფეხბურთო კლუბ თბილისის ,,დინამოს“ სპორტული და გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა. ის მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და ახალი გეგმებითა და შემართებით შეუდგა მუშაობას, როგორც აცხადებს მისი ძირითადი მიზანი კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა.

საფეხბურთო კლუბ ,,სიონს’’ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით ეროვნული ლიცენზია მიენიჭა, რომლის თანახმადაც კლუბი აკმაყოფილებს პრო და ,,ა’’ლიცენზიის მოთხოვნას.

კომენტარები გამორთულია