მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

0
175

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. მსჯავრდებულებს მართვის მოწმობის, მცირე ბიზნესის მწარმოებლისა და მღებავის კურსების წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები კოლეჯ „სპექტრისა“ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლებმა გადასცეს. N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებაში კურსები თვენახევრის განმავლობაში ტარდებოდა და მასში 45-მდე მსჯავრდებული იყო ჩართული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამები მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

კომენტარები გამორთულია