2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გათვალისწინებულ უცხოური ენების ტესტების ნიმუშები გამოქვეყნდა

0
463
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში შეტანილია გარკვეული ცვლილებები: ტესტის მაქსიმალური ქულა 100-ის ნაცვლად 90 იქნება, თუმცა არ შეიცვლება საგამოცდო დრო და მინიმალური გამსვლელი ქულა – 20%-ს + 1 (ანუ შარშანდელი 21-ის ნაცვლად წელს 19 ქულა გახდება).
უფრო დეტალურად კი სიახლეების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
მოსმენის დავალება 10 მცირე ზომის ტექსტის ნაცვლად, 5 შედარებით დიდი ზომის ტექსტისაგან იქნება შედგენილი; თითოეულ ტექსტს მოჰყვება 2 შეკითხვა და საკითხების რაოდენობა ამ დავალებისათვის კვლავინდებურად 10 დარჩება;
ტესტიდან ამოღებულია მე-2 დავალება (განცხადებები). შესაბამისად, ტესტი 10 დავალების ნაცვლად, 9 დავალებისაგან იქნება შედგენილი;
მე-8 დავალება, რომელიც გულისხმობდა ზმნების (ან რუსული ენის შემთხვევაში მეტყველების სხვა ნაწილების) ჩასმას სწორ გრამატიკულ ფორმებში, გახდება არჩევითბოლოიანი, ანუ 4 მოცემული შესაძლო პასუხიდან აბიტურიენტს ერთი სწორი პასუხის არჩევა მოუწევს; ეს დავალება, ამავე დროს, გახდება 10-საკითხიანი და 2017 წლის ტესტში მისი ნომერი იქნება 7.
იხილეთ უცხოური ენების ტეტსის ნიმუშები:

კომენტარები გამორთულია