ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლში

0
104

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევებმა ქალაქ რუსთავში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის დასახლების მიმდებარედ, ღია წესით დაწვეს ავტომანქანის საბურავები, რეზინები და სხვა ელასტომერული მასალები.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის შესახებ ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები გამორთულია