როდის აირჩევა პარლამენტი პროპორციული სისტემით

0
168

პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შიგნით კონსენსუსის მიღწევა, შეიძლება, მნიშვნელოვან სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.

კობახიძის თქმით, წინა მოწვევის პარლამენტში რომ მიღწეულიყო შეთანხმება 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ახლა „უკან არავინ დაბრუნდებოდა“, თუმცა საკონსტიტუციო კომისია აღნიშნულ საკითხს საწყისი წერტილიდან განიხილავს. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის მყარი პოზიცია, რომ გრძელვადიან პერპექტივაში ქვეყანას უფრო მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა წააგდება, თუმცა მისი ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაში, თუმცა არ გაგვივლია ეს საკითხი 116 დეპუტატთან და აქ არის სხვადასხვაგვარი განწყობები საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. ვიდრე არ გავივლი ამ კონსულტაციებს, გაგვიჭირდება საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან, მათ შორის, ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება. წინა მოწვევის პარლამენტის გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან გართულდა სისტემური ცვლილების ამოქმედება. ამით არ მინდა თქმა, რომ ზედმეტად რთულად მესახება ეს კონსენსუსი, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ გარკვეულ სირთულეებთან და შეიძლება, მნიშვნელოვან სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საერთო კონსენსუსის მიღწევა მმართველი გუნდის შიგნით“, – განაცხადა კობახიძემ.

წყარო:ipn

კომენტარები გამორთულია