რუსთავში „საქართველოს ფოსტის“ განახლებული სერვის ცენტრი იფუნქციონირებს

0
314

წლების განმავლობაში რუსთაველებს საფოსტო მომსახურება, ინფრასტრუქტურულად გაუმართავ შენობაში უწევდათ. დღეს კი, რამდენიმე თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. სარემნტო სამუშაოები ფოსტის პირველ სართულზე გასული წლის ზაფხულში დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა არსებული ოთახების კეთილმოწყობა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ალგეთმა“  შეასრულა, რომლის საერთო ღირებულებაც 251 000 ლარი შეადგინა.

ფოსტის ახალი შენობის ოციციალურ გახსნას, მხარის პირველი პირი პაატა ხიზანაშვილი და ქალაქის მერი დავით ჯიქია ესწრებოდნენ. მათ შენობის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იქ დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრნენ.

დღეიდან მომხმარებელს საშუალება ექნება ქალაქში როგორც უნივერსალური, ასევე სხვა საფსტო პროდუქტებით ისარგებლოს. განახლებულ  სერვის ცენტრში 30 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები გამორთულია