ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი ქვემო ქართლში

0
171

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევებს, ქალაქ რუსთავის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, 4,0 მ3 წიფლის, 1 მ3 მუხისა და 1,5 მ3 რცხილას სახეობის საშეშე მერქანი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ.

შედგა შესაბამისი აქტი და ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები გამორთულია