სპორტული შაბათი წარმატებული გამოდგა ქვემო ქართლური კლუბებისთვის

0
211

დღეს ეროვნულმა ლიგა 2-მა აიღო სტარტი. რუსთავში, “ფოლადის” სტადიონზე რუსთავის “რუსთავმა” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. პირველი ნახევარი 0:1 მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კი “რუსთავმა” 3 გოლის გატანა შეძლო.

აღნიშნულ მატჩს ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და რუსთავის მერი დავით ჯიქია. მატჩის შემდეგ ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონატის ახალი ფორმატის შესახებ, რუსთავს მიულოცა პირველი გამარჯვება და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

დღესვე ,,ბენდელას“ სტადიონზე , ბოლნისურმა კლუბმა საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში წარმატებული სტარტი აიღო. ბოლნისის ,,სიონმა“ ზუგდიდის ,,ზუგდიდი“ დაამარცხა.

პირველი ტაიმი ,,სიონმა“ ფრედ 0:0 დაასრულა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 52 წუთზე , ზურაბ  თევზაძემ გაიტანა.

ბოლნისის ,,სიონს“ მორიგი გასვლითი მატჩი 10 მარტს აქვს ჩანიშნული. ამჯერად ,,სიონის“ ფეხბურთელები მცხეთაში  ს/კ ,,გაგრას“ დაპირისპირდებიან.

დღევანდელ თამაშზე ,,სიონის“ გულშემატკივრების მატჩზე დასწრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო.

შეგახსენებთ,ს/კ  ,,სიონმა“ 2016 წელს უმაღლესი ლიგა დატოვა და პრო 2 ლიგაში გადაინაცვლა. გუნდმა ზედიზედ 21 წელი ითამაშა უმაღლეს ლიგაში, 10 წლის წინ ქვეყნის ჩემპიონი გახდა .

გუნდის მენეჯმენტი 2 თვის წინ შეიცვალა. კლუბი ბუბა  ტყავაძემ ჩაიბარა, რომელმაც 2 დღის წინ ,,სიონის“ გულშემატკივრებს ახალი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი წარუდგინა.

ახალი ხელმძღვანელის პროგრამა მაქსიმუმი პრო 1 ლიგაში დაბრუნებაა.

კომენტარები გამორთულია