ფოტოფაქტი – დოლბანდში გახვეული მძინარე ბავშვები

0
292

მკითხველის კუთხე

ტელეგრაფის მკითხველმა რუსთავში, ეგრედწოდებული სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ფოტო მოგვაწოდა.

„ამასწინათ წავიკითხე სტატია თუ როგორ აძლევენ ბავშვებს დასაძინებელ აბებს, დილით ბაზრის შესასვლელთან ვნახე ესენი, 2 საათის მერე გავიარე და ზუსტად იგივე მდგომარეობაში იწვნენ ისევ ეს ბავშვები, მეტი დამაჯერებლობისთვის გოგონას ფეხზე სახვევი ადევს, ბიჭს თავი აქვს შეხვეული სისხლიანი ბამბით. რომ შევჩერდი ეგონა ფულს ვაძლევდი. ასეთი რა დაალევინე გათიშულები რომ არიანთქო ვკითხე. გაიარე, გაიარეო ისე მკვახედ მომაძახა, რომც მდომოდა მაინც აღარ მივცემდი ფულს. იქნებ ვინმემ ყურად იღოს ამ ბავშვების ბედი.” – წერს მოქალაქე, რომელიც აღნიშნულ ფაქტს შეესწრო.

ჩვენი ჟურნალისტი რა თქმა უნდა დაინტერესდა თემით, თუმცა დღეს მითითებულ ადგილზე ფოტოზე აღბეჭდილ ქალბატონს და ბავშვებს ვერ მივაკვლიეთ. ფაქტი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებმა დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ შესაძლოა დღეს სხვა ადგილზე არიან, ან ცუდი ამინდის გამო არ გამოსულან.

 

კომენტარები გამორთულია