ბოლნისის მკვიდრი 2400, ხოლო მარნეულის 3760 ლარით დაჯარიმდება

0
184

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ჭრის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერეთში, მოქალაქემ ბახმან ისმაილოვმა მოჭრა 4 ძირი ალვის სახეობის ხე-მცენარე, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2400 ლარი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის მიმდებარედ, ნაპოვნი იქნა 3 ძირი კაკლის სახეობის ხე-მცენარე. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3760 ლარი.

ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სამმართველოებს.

კომენტარები გამორთულია