თუ აქამდე არ გჯეროდათ ერთი ნახვით შეყვარების

0
705

მეგზური

თუ აქამდე არ გჯეროდათ ერთი ნახვით შეყვარების, დღეს ვეცდებით დაგარწმუნოთ რომ არსებობს შემთხვევები, როცა უბრალოდ არ იცი რა თქვა, როცა აღფრთოვანება არ გაძლევს საშუალებას სხვა რამეზე იფიქრო.

გაზაფხულის მოსვლა მეტწილად ფერადი, სურნელოვანი ყვავილების გამო გვიხარია, თუმცა ადგილი, რომელზეც დღეს გვინდა გესაუბროთ, მზად არის თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს მთელი წლის განმავლობაში გაგილამაზოთ ყოველდღიური ცხოვრება  ულამაზესი თაიგულებითა და სხვადასხვა ფლორისტული კომპოზიციებით.

ტელეგრაფის მეგზურები ნინი და სალომე წარმოგიდგენენ “La Lamme Flower Shop”-ს. ადგილს, რომელმაც ერთხელ თუ შეგაყვარათ თავი, გვერწმუნეთ, გადაყვარება გაგიჭირდებათ.

რუსთავში, მეგობრობის 2 ნომერში, ძალიან პატარა და ლამაზ ყვავილების სალონში არ წყდება შემოსული ზარები. რეკავენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან;  გეგმავენ, თუ როგორ გაახარონ საყვარელი მანდილოსნები; ენდობიან ადგილზე მყოფი ფლორისტების გემოვნებას და იციან, რომ სასურველ დროს, სასურველ ადამიანთან აღმოჩნდება მათ მიერ შეკვეთილი თაიგული.

„La Lamme” სხვა ყვავილების მაღაზიებისგან გამოირჩევა მუშაობის თავისუფალი სტილით. მათი ფანტაზია და შესაძლებლობები ყოველგვარ ფლორისტულ ჩარჩოს სცდება. ამის საშუალებას იძლევა ჰოლანდიური თუ ეკვადორული ყვავილების მრავალფეროვნება და ხარისხი.

ამბობენ, დედამიწა ყვავილების საშუალებით იცინისო. იმისათვის, რომ ამ მოსაზრების სისწორეში დარწმუნდეთ, საკმარისია „La Lamme”-ს ზღურბლს გადააბიჯოთ.

ყვავილების სალონი და მისი დიზაინერები მზად არიან, თქვენთვის მნიშვნელოვანი საღამო, იქნება ეს კორპორატიული წვეულება, დაბადების დღე, ბანკეტი, თუ ქორწილი, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ექსკლუზიური დეკორაციებით გაალამაზონ.

თუ აქამდე არ იცოდით,  სად შეიძლებოდა გემოვნებიანი და რაც მთავარია, ხარისხიანი თაიგულის შეძენა, მაშინ გახსოვდეთ,  მეგობრობის 2 ნომერში მუდამ  მზად არიან გემსახურონ.

“La Lamme Flower Shop”

მიუხედავად იმისა, რომ ერთ პატარა, ნაცნობ-მეგობრობით სავსე ქალაქში ვცხოვრობთ, ძალიან ხშირად არის შემთხვევა, როცა ვერ იღებთ გადაწყვეტილებას სად წახვიდეთ, რა აჩუქოთ, რითი გაერთოთ და ასე შემდეგ… დღეიდან შევეცდებით გაგიწიოთ მეგზურობა და თქვენი ყველა ინტერესი მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ.

ნინი და სალომე

რუსთავი 

(C) Telegraph.ge

მადლობა ფოტოებისთვის ჩვენს მეგობარს დავით შაქარაშვილს

კომენტარები გამორთულია