რამდენი ავარიული სახლია რუსთავში და რა თანხებია გამოყოფილი მათი რეაბილიტაციისათვის

0
191

რუსთავში არაერთი ავარიული სახლი დგას, რომელთა დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ზიანდება. ნგრევის პირას მყოფი სახლების შეკეთებას მოსახლეობა ვერ ახერხებს. დაზიანებული და ავარიული სახლების გამაგრების ერთადერთი გზა ქალაქის თვითმმართველობის ხელშია. თუმცა, ხშირია შემთვევბი როდესაც ქალაქს სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლება არ აქვს.

ტელეგრაფი დავინტერესდა რამდენი ავარიული სახლია რუსთავში და რა ბედი ელის იქ მაცხოვრებელ მოსახლოებას. თემასთან დაკავშრებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს ალეკო ნავროზაშვილს მივმართეთ.

როგორც ირკვევა, ავარიული სახლების აღრიცხვა მოსახლეობის მიმართვიანობის საფუძველზე ხდება.

„აღრიცხვა ადგილობრივების მომართვიანობის შედეგად ხორციელდება, ადგილზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფი გადის და ხდება ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერების შედეგად თუ გამოიკვეთა შესწავლის საჭიროება, ხდება კორპუსების აღიცხვა და ეტაპობრივად იგზავნება სამხარაულის ექსპერტიზაზე. დასკვის შემდეგ აქცენტრირებულები ვართ იმ შენობებზე, რომლებიც ყველაზე სავალალო სიტუაციაშია.“

როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, ამ ეტაპზე რვა საცხოვრებელი სახლის საპროექტო ხარჯთაღიცხვასთან დაკავშირებით ტენდერი მიმდინარეობს. სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ეს ის რვა საცხოვრებელი სახლია, რომელიც დღეისათვის ყველაზე მეტად საჭიროებს შეკეთებას.

„ეს არ არის პირველი ნაბიჯები, რომელიც ავარიული სახლების შეკეთებისთვის იდგმევა. ჩვენ გვქონდა მსგავსი სიტუაცია ტოლსტოის 3 ნომერში, სადაც კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად დაზიანებული იყო, თუმცა მოხდა მისი რეაბილიტაცია. ავარიული სახლი იყო ასევე რჩეულიშვილის 6ა, იყო აივნების დაზიანების შემთხვევებიც.“

ტელეგრაფი რა თქმა უნდა დაინტერესდა გიორგიაძის 32 ნომერში მცხოვრებთა ბედით. ჩვენ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავავრცელეთ, სადაც აღნიშნულ მისამართზე ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება უკვე შეუძლებელია. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელიც გვიდასტურებს, რომ აღნიშულ ბინაზე ნამდვილად არის დასკვნა, რომლის მიხედვით იქ სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება, თუმცა მისი თქმით ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოპრუსი დღეს და ხვალ დაინგრევა. „ქალაქის თვითმართველობა აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება კი ჯერჯერობით არ არსებობს.” – ამბობს ნავროზაშვილი.

რუსთავის თვითმართველობის 2017 წლის ბიუჯეტში ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის 400 ათასი ლარია გათვლილი.

„ეს თანხა სწორედ დაზიანებული სახლების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. რამდენად ეყოფა ან არ ეყოფა ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა თუ 400 ათასი ლარი არ იქნება საჭირო, აუცილებლად მოხდება თანხების მოძიება.“

დღევანდელი მონაცემებით რუსთავის მერიაში 75 ავარიულ სახლზეა განცხადება შეტანილი. თუმცა ნავროზაშვილი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას რომ, აუცილებლად ყველა ავარიულია. კომპეტენტური დასკვნის დადება მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზას შეუძლია, სადაც განცხადებები ეტაპობრივად გადაიგზავნება.

სანამ მოსახლეობა ექსპერტიზის ან სარემონტო სამუშაოების ჩატარების მოლოდინშია, მათი საცხოვრებელი პირობები დღითიდღე რთულდება. მოქალაქეებს მხოლოდ ის დარჩენიათ მოთმინებით დაელოდონ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, რომლის შემდეგაც გაურკვეველია რა ბედი ელით მათ სახოვრებელ სახლს, როგორც ეს გიორგაძის 32-ის შემთხვევაშია.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია