გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა რუსთავში

0
139

რუსთავში დღეს კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, წყლის გამთბობლიდან გაჟონილი ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 84 წლის ქალი აბაზანაში გარდაცვლილი ნახეს, მისი 57 წლის შვილი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში” გადაიყვანა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ბუნებრივი აირით მოწამვლის გახშირებულ ფაქტებს თავად მოქალაქეების დაუდევრობას უკავშირებს “სოკარ ჯორჯია გაზი”. გამათბობლების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით კომპანიის თანამშრომლები, მოქალაქეებს რეკომენდაციებით სისტემატიურად  მიმართავენ და არსებულ გამათბობლებს ამოწმებენ. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ აბონენტთა ნაწილი მათი რეკომენდაციის მიუხედავად, კუსტარულად დამზადებული გამათბობლის გამოყენებაზე უარს არ ამბობს.

რუსთავის „სოკარ ჯორჯია გაზის“ საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქოიავა ტელეგრაფთან საუბრისას ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით ინტოქსიკაციის შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა.

საგანგაშოდ გაზრდილი სიკვდილიანობა და ადამიანების ინტოქსიკაცია იქნება დღევანდელი შეხვედრის თემა, რომელიც რუსთავის მერიაში, ადგილობრი ხელმძღვანელობასა და “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს წარმომადგენლებს შორის გაიმართება.

როგორ და რა ფორმით მოხდება პრევენცია, აიღებს თუ არა ვინმე პასუხისმგებლობას ან რა არის ამ ყველაფრიდან გამოსავალი, ამაზე პასუხი იმედია დღის ბოლოს მიახლოვებით მაინც გვეცოდინება.

 

კომენტარები გამორთულია