მერიამ რამდენიმე ავარიული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებაზე ტენდერი გამოაცხადა

0
204

რუსთავის მერიამ, ქალაქ რუსთავში ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება- გაძლიერების სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად სამუშაოები ვაჟა-ფშაველას ქუჩა მე-2 გას. #4, ტაშკენტის ქუჩა #5, დ/მეტალურგთა ქუჩა გას. #18ა, რუსთაველის ქუჩა #11, რუსთაველის ქუჩა #21, ქაშაკაშვილის ქუჩა #8, ქაშაკაშვილის ქუჩა #10, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა #14-45 არსებულ ბინებს ჩაუტარდება.

მერიამ აღნიშნულ მისამართებზე არსებული შენობების შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები უკვე მიიღო.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 42`372.00 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტაცია ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეში უნდა მოამზადოს.

როგორც ქალაქ რუსთავის, მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ „ტელეგრაფთან” საუბრისას განაცხადა, 75 ავარიულ სახლზეა მათთან განცხადება შესული, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასეთი სახლების შეკეთებისთვის 400 000 ლარია გათვლილი. რა თანხა იქნება შერჩეული 8 ბინის რეაბილიტაციისთვის საჭირო და მოხდება თუ არა, მიმდინარე წელს, დარჩენილი სახლების გამაგრება-გაძლიერება ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები გამორთულია