რუსთავში მე-10 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟი განხორციელდება

0
1076

მიმდინარე წელს რუსთავის მე-10 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟი განხორციელდება. ტენდერი, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, ბაღის როგოც დემონტაჟს, ასევე ახლის მშენებლობასაც მოიცავს. რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ ბაღის დემონტაჟის აუცილებლობა შენობის ავარიულმა მდგომარეობამ მოითხოვა, რომლისთვის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება უკვე შეუძლებელი იყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქის მერის მოადგილეს ნოდარ შეროზიას ვესაუბრეთ.

„მეათე ბაღთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია მზად არის, პროექტები უკვე მიღებულია. დაფინანსება 1 300 000 ლარით განისაზღვრება. რაც ითვალისწინებს ძველი საბავშო ბაღის შენობის დემონტაჟს და მის ადგილზე ახლის აშენებას. მოცემულ თანხაში არ შედის საჭირო ინვენტარი. მათი ცალკე შეძენა იქნება საჭირო. თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან იქნება, უახლოეს დღეებში ტრანსფერის სახით ველოდებით აღნიშნულ თანხას. ამის შემდეგ კი მოხდება უკვე ტენდერის გამოცხადება.“

როგორც შეროზია ამბობს, ბაღის მშენებლობის შედეგად ქალაქში დამატებით ექვსი ჯგუფი გაჩნდება. მისივე თქმით სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს.

ბაღი რუსთავში ცურტაველის ქუჩაზე მდებარეობს და მეორე წელია ავარიულობის გამო უფუნქციოდაა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბაღის გაუქმების გამო, მათ შვილები საცხოვრებლიდან საკმაოდ მოშორებით დაჰყავთ. ახალი ბაღის მშენებლობა კი  დიდ შეღავათი იქნება მათთვის.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია