შპს “რუსთვის აზოტი”-ს დამფუძნებელმა ლოიალ კაპიტალ ჯგუფმა (LCG) ლუქსემბურგის სასამართლოში დავა მოიგო

0
434
ლუქსემბურგის სასამართლომ რუსული ჯგუფი “სისტემა“-ს შვილობილ “ისტ ვესტ იუნაიტედ ბანკ”-ს (EWUB) შპს “რუსთვის აზოტი”-ს საწარმოს დამფუძნებელ “ლოიალ კაპიტალ ჯგუფის”- (LCG) წინააღმდეგ არც ერთი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

შპს “რუსთვის აზოტი”-ს საწარმოს დამფუძნებელს “ლოიალ კაპიტალ ჯგუფს”- (LCG) შორის და მის კრედიტორ, რუსული ჯგუფი “სისტემა“-ს შვილობილ “ისტ ვესტ იუნაიტედ ბანკ”-ს (EWUB) შორის მიმდინარეობს სამართლებლებრივი დავები ლუქსემბურგის სასამართლოში.”ლოიალ კაპიტალ ჯგუფის” ინფორმაციით, 2017 წლის 7 მარტს ლუქსემბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა EWUB სარჩელში მითითებული არც ერთი მოთხოვნა.

”აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლუქსემბურგის კანონმდებლობა არის კრედიტორებზე ორიენტირებული და ამის გათვალისწინებით LCG-ს გამარჯვება აშკარას ხდის EWUB არაჯანსაღ ზრახვებს LCG და შპს “რუსთვი აზოტი”-ს მიმართ.

თავის მხრივ, LCG აგრძელებს დავას ლუქსემბურგში EWUB-ის წინააღმდეგ და ბრალს სდებს მას რეიდერულ თავდასხმაში, კომპანიის შეგნებულ გაუფასურებაში და დასუსტებაში. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის LCG -ს მნიშვნელოვანი გამარჯვება და მიმდინარე დავის წარმატებით დასრულების საწინდარია”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„ლოიალ კაპიტალის ჯგუფი აგრძელებს დავას ევროპაში, რომ დაიბრუნოს კონტროლი შპს რუსთავის აზოტზე, აღადგინოს სტატუს-კვო და 155 მილიონიანი EBRD -ის ინვესტიცია და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები,” – ნათქვამია businesscontract.ge -ზე 9 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში, სადაც, Loyal Capital Group ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საუბრობს, როგორ გეგმავდა კომპანია „სისტემა” რუსთავის აზოტის დასუსტებას, გაუფასურებას და შემდგომში ხელში ჩაგდებას.
შეგახსენებთ, რუსთავის აზოტის ქარხნის მფლობელი ამჟამად  „ეუ ინვესთმენთია“.
თემაზე: აუდიტორია #115 რუსთავის აზოტისა და საქართველოს ბანკის შესახებ
ანდრია გვიდიანის ინიციატივა „აზოტის” კრიზისიდან გამოსაყვანად
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი „აზოტთან” დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომენტარები გამორთულია