მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის დახვრეტის ოქმი

0
248
განარქივებული დოკუმენტი
გასული საუკუნის 30-იანი წლების ამომავალი ვარსკვლავი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე 1937 წლის 2 ივლისს მარტის (ამჟამინდელი ნიკოლაძის) ქუჩა №7-ში   მდებარე საკუთარ სახლში დააპატიმრეს №646 ორდერის საფუძველზე.  ბრალად დასდეს მისი ქმრის, ,,ხალხის მტრად“ შერაცხული გიორგი ყურულაშვილის დავალებით ტერორისტული აქტის მომზადება ლავრენტი ბერიას  წინააღმდეგ. სასტიკი წამებისა და ექვსთვიანი შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ ხათუნა ჭიჭინაძემ ,,დანაშაული“ აღიარა.
საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სამეულის 1938 წლის 3 მარტის დადგენილების საფუძველზე ხათუნა ჭიჭინაძე დახვრიტეს. რეაბილიტირებულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით.
წყარო: საქართველოს შსს არქივი

კომენტარები გამორთულია