ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელობა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

0
136

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მრავალშვილიან დედებსა და დამსახურებულ პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ქალაქის მერი ქალბატონებს ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, სახლში ესტუმრა და საჩუქრები გადასცა. რუსთავის მერმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა 8 მარტი მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონში’’ მცხოვრებ ქალბატონებსაც მიულოცეს და ყვავილებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრები მიუტანეს.
ქალაქის თვითმმართველობისგან სადღესასწაულო საჩუქრები, რუსთავში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ყველა მრავალშვილიანმა დედამ, სამაჩაბლოში 2004 წლის შეიარაღებული კონფლიქტის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს გარდაცვლილი რუსთაველი სამხედროების დედებმა მიიღეს.

დღესვე ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებით, ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში რუსთაველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გამიართა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.

 

კომენტარები გამორთულია