რატომ არ დააფინანსა რუსთავის მერიამ ახალგაზრდა სპორტსმენის ჩემპიონატზე გამგზავრება

0
184

რუსთაველი სპორტსმენი მონიკა არქანია კიკბოქსინგში უკრაინაში საერთარიშო ტურნირის ჩემპიონია. 11 წლის სპორტსნმენი 4  წელია აქტიურად ვარჯიშობს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.

მიუხედავად იმისა, რომ მონიკა საქართველოს თასის მფლობელი, ორგზის კავკასიის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და მსოფლიო თასის სერიის ჩემპიონია, ამბობს რომ მისი ყველაზე დიდი წარმატება უკრაინას უკავშირება, სადაც საერთარიშო ტურნირის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირი უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ჩატარდა. რუსთაველმა გოგონამ 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალში უკრაინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

როგორც მონიკა ამბობს, უკრაინაში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის მხარდაჭერით და ვალერი ტატუაშვილის დაფინანსებით გაემგზავრა. მისივე თქმით, რუსთავის მერიამ დაფინანსებაზე უარი უთხრა.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ მიიღო რუსთაველმა სპორტსმენმა რუსთავის მერიიდან დაფინანსება, ააიპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრს“  მივმართეთ. რაზეც შემდეგიპასუხი გმივიღეთ:

„მონიკა არქანია ვარჯიშობს თბილისში, მას არანაირი საბუთი არ აქვს რუსთავის მერიაში ააიპ რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრში, ამიტომ ცენტრს, კანონით მისი უკრაინაში სამივლინებო ხარჯების დაფარვის არანაირი უფლება არ ჰქონდა.  იმ შემთხვევაში, თუ ის იქნებოდა ჩვენი ცენტრის სპორტსმენ-მოსწავლე და იასპარეზებდა რუსთავის სახელით,  აუცილებლად მიიღებდა სამივლინებო თანხას.  ჩვენი ცენტრი კვირაში რამდენჯერმე  უზრუნველყოფს სპორტსმენების სხვადასხვა ჩემპიონატებსა და ტურნირებზე  გამგზავრებას, დაბინავებას და კვებას.“

დღესდღეობით ააიპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი“  სტიპენდიას ყოველთვიურად 34 სპორტსმენს  გადასცემს. აქედან ყველაზე მცირე ასაკის სტპედიანტი არის 9 წლის, ყველაზე დიდი კი 24 წლის.  საქართველოს ჩემპიონობაზე (ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე)  ყოველ თვე სპორტსმენს  ჭაბუკებში 75,  ახალგაზრდებში 100, დიდებში  კი 125 ლარი ერიცხებათ. ევროპის ჩემპიონებს და პრიზიორებს 200 ლარი,  მსოფლიო ჩემპიონ-პრიზიორებს 250 ლარი. სტიპენდია ერიცხება იმ სპორსტმენებს, რომლებიც არიან რუსთავში მაცხოვრებლები, ასპარეზობენ რუსთავის სახელით და არიან ცენტრის სპორტსმენ-მოსწავლეები. სტიპენდიის სახით ცენტრიდან  4 000 ლარამდე ირიცხება.

მიუხედავად, იმისა, რომ მერიას საკმაოდ სოლიდური წახალისების პაკეტი აქვს სპორტსმენებისთვის, მონიკას შემთხვევა ადასტურებს, რომ ძალიან ბევრს, ჩვენს ქალაქში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. შესაბამისად, არ იციან მოქალაქეებმა როგორ და რის საფუძველზე უნდა ისარგებლონ საბიუჯეტო სიკეთით.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია