რა პროექტებზე მუშაობენ ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში

0
303

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო 2012 წელს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტარციის და რეგიონული თვითმმართველობის ერთობლივი გადაწყვეტილებით დაარსდა.

სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. როგორც სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ, სააგენტო სერვისის დამოუკიდებელი მიმწოდებელია, რომელიც:

  1. აანალიზებს და მხარს უჭერს საინვესტიციო შესაძლებლობებს რეგიონში;
  2. უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებს და დამწყებ ბიზნესმენებს ინფორმაციით, საკონსულტაციო მომსახურეობით, ტრენინგით;
  3. რთავს დაინტერესებულ პირებს კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან რეგიონული ეკონომიკური განვითარების პროექტში.

ტელეგრაფი დაინტერესდა, როგორია აღნიშნული სააგენტოს მუშაობის შედეგი და რა პროექტები  განხორციელებულდა დღემდე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

„ჩვენი სააგენტოს მისიაა რეგიონული განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროების ხელშეწყობა. ჩვენ ვფინანსდებით ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან. ასევე აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში“ – ამბობს მიხეილ ღურწკაია.

როგორც ირკვევა, რეგიონული განვითრების სააგენტოსა და ქვემო ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციას ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ გუბერნიის ადმინისტრაციასთან, რაც შეეხება დაქვემდებარებას, სააგენტო წარმოადგენს ა(ა)იპის. სააგენტოს მიერ უკვე განხორციელდა რძისა და ხორცის სექტორში რამოდენიმე პროექტი. ერთი იყო ცნობიერების ამაღლება, მათ შორის საორგანიზაციო შეხვედრები. ასევე იყო რძისა და ხორცის სექტორში განვითრება ხარისხის და ევროინტეგრაციასთან კვალიფიკაციის მიახლოება. ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იყო რამოდენიმე პროექტი განხორციელებული, რომელიც ატარებდა საკონსულტაციო ხასიათს და გრანტის მიღებაში მცირე და საშუალო მეწარმის ხელშეწყობა მოხდა. რაც შეეხება საშაუალო და მცირე ბიზნესებს მოხდა დაახლოებით 26 კომპანიის ურთიერთკავშირი, სამეწარმეო ხარისხის ამაღლება, ერთმანეთთან დაკავშირება, რამაც გამოიწვია ახალი ბიზნესის შექმნა.“

ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონული განვითრების სააგენტო რამოდენიმე უცხოელ ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.  სააგენტოს ხელმძღვანლის თქმით, პროექტის შუა ეტაპია, რისი განხორციელების შემთვევაში მოხდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს რეგიონში. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ირლანდიის სავაჭრო პალატასთან მოლაპარაკებები.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა ხდება თუ არა მონიტორინგი აღნიშნული სამუშაოების შესრულების და გაწეული ხარჯების. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ – „ჩვენ საბიუჯეტო ხაზინაზე ვართ, ასე რომ ჩვენი საქმიანობა გამჭირვალეა და შესაბამისად მონიტორინგიც მიმდინარეობს თნხების ხარჯვაზე.“

რეგიონული განვითრების სააგენტომ რუსთავის მერიიდან წელს 40 000 ლარი, გასულ წელს კი 45 000 ლარი მიიღო. გარდა ამისა, დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშული სააგენტოსთვის, 10 000 ლარის დამატებაზე იმსჯელეს, რომელსაც საკრებულომ უნდა უყაროს კენჭი უახლოეს სხდომაზე. აღნიშნული თანხა, სააგენტომ რუსთავის თვითმმართველობას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის, კადრების დასამატებლად სთხოვა.

რაც შეეხება დანარჩენ ექვს მუნიციპალიტეტს, სააგენტოსთვის გამოყოფილ ხარჯებთან დაკავშირებით ასე გამოიყურება:

დმანისი: 2016 წელს – 20 000 ლარი; 2017 წელს – 20 000 ლარი;

ბოლნისი: 2016 წელს – 30 000 ლარი; 2017 წელს – 30 000 ლარი;

თეთრიწყარო: 2016 წელს – 20 000 ლარი; 2017 წელს – 20 000 ლარი;

დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენ გარდაბნის, მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტებსაც მივმართეთ, სადაც აღნიშნული ინფორმაციის გასაცემად წერილობითი მიმართვა მოითხოვეს.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

 

 

კომენტარები გამორთულია