შეინარჩუნებს თუ არა რუსთავი თვითმართველი ქალაქის სტატუსს

0
242

მმართველი გუნდი  თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის 12-დან 5-მდე შემცირებას გეგმავს. მთავრობის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, ერთ თვეში შევა.

როგორც ნიუპრესი წერს, მსჯელობა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ უკვე მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კონსულტაციები გაიმართება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცვლილებს ხარჯების შემცირებასაც უკავშირებენ.

თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ახალი ცვლილებების შედეგად, საზღვრების თავიდან დადგენა და ბიუჯეტის გადანაწილება უნდა მოხდეს.

მთავრობის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, ერთ თვეში შევა. ამ დროისთვის მინისტრთა კაბინეტის წევრები მმართველ გუნდთან კონსულტაციების რეჟიმში მუშაობენ.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ისინი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის და არჩევითი პოსტების შემცირებას მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნებისთვის საქმის გაიოლებას ცდილობს.

ინიციატივით უკმაყოფილოა  მესამე სექტორიც.

იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ.

წყარო: ნიუპრესი

კომენტარები გამორთულია