განსაკუთრებული საჭიროების მქონე ორ რუსთაველს სამედიცინო ეტლები გადაეცა

0
188

რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ორ რუსთაველს სამედიცინო ეტლები გადაეცა.

სამედიცინო ეტლები შშმ პირებს ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სახლში, პირადად მიუტანა. რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, შშმ პირთათვის მსგავსი ერთობლივი სოციალური აქციები პერმანენტულად იმართება. ადგილობრივი ხელისუფლება რუსთავში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სპეციალური გადასაადგილებელი სამედიცინო ეტლებით მომავალშიც დაეხმარება.

კომენტარები გამორთულია