რუსთავის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დააფინანსებს

0
100

რუსთავის მერიის სოციალურ პროგრამას, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის მერიისგან ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობის სოციალურ დახმარებას ითვალისწინებს, ახალი კომპონენტი – სტუდენტების სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივ დაფარვა დაემატა.
ქალაქის მერიის მიერ ინიცირებულ სოციალურ პროექტს, რუსთავის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირა მხარი.
სოციალური პროგრამა გავრცელდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც: რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრები და სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100.000-ს; არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს. ამასთან, სტუდენტები დახმარებით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 ან მეტია (100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით). პროგრამა ითვალისწინებს მიმდინარე წლის სწავლის საფასურის დაფარვას არაუმეტეს 800 ლარით.

წყარო: რუსთავის მერია

კომენტარები გამორთულია