საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

0
58

2018 წელს საქართველო, სხვა მნიშვნელოვან თარიღებთან ერთად, ორ განსაკუთრებულ თარიღს აღნიშნავს – 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ამ თარიღებთან დაკავშირებულ არაერთ ღონისძიებასა და პროექტს საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვებით უერთდება.

ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 მარტს, მონეტების დიზაინის ესკიზზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი საჯაროა და მასში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა. კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე – https://www.nbg.gov.ge/index.php?m=378

კომენტარები გამორთულია