რა მოხდა მეოცე მიკრორაიონში

0
265

დაახლოვებით 1 საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავში, მეოცე მიკრორაიონში, მეოთხე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა და ის სასწრაფო სამედიცინო დამხარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა ბავშვის მდგომარეობით. როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განგვიცხადეს, ბავშვი უკვე სახლში ეწერება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მოპოვებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებზე განაწყენებული პატარა, აივნიდან ელექტროსადენების მეშვეობით აღმოჩნდა ეზოში, „ინტერნეტის სადენზე ჩასრიალდა”.

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია