რა ღირს აბიტურიენტობა რუსთავში

0
58

რა ღირს? – საოჯახო ბუღალტერია

მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტის გაუქმებას განათლების სისტემის მესვეურნი წლებია ლამობენ, მდგომარეობა კვლავ უცვლელია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი აბიტურიენტი ეცდება წელს უმაღლესი სასწავლებლის კარის შეღებას.  ცხელი ზაფხული ელოდება ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით მეთორმეტე კლასელს. მათ შორის არიან რუსთაველი აბიტურიენტებიც. ყველას გვყავს ოჯახის წევრი, ახლობელი, ნაცნობი მათ რიგებში და ვიცით თუ რაოდენ დატვირთულია მათი წელი, რომელსაც ერთი მნიშვნელოვანი და ბევრისთვის სერიოზულ პრობლემად ქცეული ფაქტორი ახლავს თან. ალბათ, მომავალი აბიტურიენტების მშობლებს აინტერესებთ რა ჯდება დღეს აბიტურიენტის „შენახვა”, რა ღირს რეპეტიტორი რუსთავში და არის თუ არა მისი სწორად შერჩევა მარტივი.

აბიტურიენტთა უმეტესობა ძირითდად ოთხ, ნაწილი კი ხუთ საგანს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში ზოგადი უნარები არ ისწავლება და ამავდროულად ყველაზე დიდი წონა მას აქვს, უკლებლივ ყველა აბიტურიენტი ემზადება აღნიშნულ საგანში. ზოგადი უნარების ვიწრო სპეციალიზირებული მასწავლებელი არ არსებობ, მის სწავლებას ძრითადად მათემატიკისა და ქართული ენის პედაგოგები თაობენ. მოთხოვნილებიდან გამომდინარე სწორეს ზოგადი უნარები გახლავთ ერთ-ერთი ძვირადღირებული საგანი, მისი ფასი აბიტურიენტისთვის 900 – დან 1200 ლარამდე მერყეობს ერთი აკადემიური წლის პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა თაობამ მაღალ დონეზე იცის უცხო ენა, მისი ფასიც რეპეტიტორთან მოსამზადებლად საკმაოდ მაღალია და ანგარიშწორებას პედაგოგები დოლარში ითხოვენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს აბიტურიენტის მშობლის ტვირთს. საგამოცდოდ ინგლისურ ენაში მომზადება რუსთავში 400 – 700 დოლარი ღირს. ძალიან მცირეა ისეთი აბიტურიენტი, რომელიც უცხო ენად გერმანულს ან რუსულს ირჩევს. თუმცა, ბაზარზე ეს ფასს არ ცვლის, უფრო მეტიც საკმაოდ რთულია აღნიშული საგნების რეპეტიტორების შერჩევა.

უნარებთან და უცხო ენასთან ერთად, თითქმის უმრავლესობა ემზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც, რომლის ღირებულება ასევე ხშირ შემთხვევაში დოლარშია განსაზღვრული, და 300 -600 დოლარის ან 900-1200 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გარდა გონებრივი დატვირთვისა რთულია იმ აბიტურიენტების ხვედრი, რომელთაც მისაღები გამოცდების ჩაბარება მათემატიკით უწევთ. მათემატიკაში მომზადება აბიტურიენტს 500 -700 დოლარამდე უჯდება, თუმცა თუ ზოგად უნარებს იგივე რეპეტიტორთან გადიან, სარგებლობენ შეღავათით და ამ შემთხვევაში 600-800 დოლარამდე უწევთ გადახდა..

რაც შეეხება ისტორიას, გეოგრაფიას, ფიზიკასა და ქიმია-ბიოლოგიას, მათი ღირებულება 350- 500 დოლარამდე განისაზღვება.

ჩამოთვლილ საგნებთან ერთად შემოქმედებითი ტურისთვის მომზადება უწევთ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც სამხატრო მიმართულებით სურთ უმაღლესი განათლების მიღება. რუსთავში ხატვის პედაგოგთან სრული აკადემიური კურსის გავლა 400-600 დოლარამდეა.

აქედან გამომდინარე, უხეშად რომ ვთქვათ, ერთი აბიტურიენტის მომზადება, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში 3500 ლარიდან იწყება და მისი ზრდა არჩეული საგნების რაოდენობსა და დოლარის კურსის ცვილელებაზეა დამოკიდებული.

მოკლედ, მომავალი აბიტურიენტების მშობლებო, თუ ჯერ კიდევ არ მოგიკითხავთ ნაცნობ-მეგობრებში როგორი წელი გელით, ფსიქოლოგიური თუ ფინანსური თვალსაზრისით, იმედია ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ.

წლევანდელ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, კი წარმატებებს ვუსურვებთ!

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია