პრემიერი – წუხელ გასავლელი იყო ძალიან სერიოზული ზღვარი, რაც ხელისუფლებამ ძალიან სწორად გაიარა

0
605

წუხანდელი ღამის განმავლობაში გასავლელი იყო ძალიან სერიოზული ზღვარი, რაც ხელისუფლებამ ძალიან სწორად გაიარა, – ამ სიტყვებით დაიწყოსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა თათბირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა შეძლეს, ზუსტად ემოქმედათ იქ, სადაც და რა ძალითაც იყო საჭირო; ახლა კი საჭიროაწესრიგის შენარჩუნება და იმ მოძალადეების იდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ “ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ”.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ზარალი უნდა ავუნაზღაუროთ მათ, ვინც ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალური ქმედებების გამო დაზარალდა, მაგრამუნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემდგომში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა კომპლექსური მოქმედება და კონსოლიდაცია სტაბილურობის მიზნის მისაღწევად, ასევე, უნდაგაგრძელდეს გამოძიება, რათა არა მხოლოდ ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები დაისაჯონ, არამედ გამოვლინდნენწამქეზებლები დამოხდეს პრევენცია რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

„ეს არის დღევანდელი პირველი რიგის ამოცანა, დაშავებულებს მივხედოთ და მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოსვინმემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით, მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში,აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა თითოეულ ადამიანს, რომელიც ყველაზე სათუთი გრძნობებითთამაშობს, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს და მიაღწიოს თავის ავადმყოფურ მიზანს, ეს გზა ჩავუკეტოთ არსებული კანონმდებლობისფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად. ეს არის ჩვენი ამოცანა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რომლებმაც გასული ღამის განმავლობაშიგმირობა და თავშეკავება გამოიჩინეს.

პრემიერის შეფასებით, ჩამოყალიბდა ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი საქართველოში და მომავალშიც, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ამავემაგალითით – გამოიყენოს იმდენი ძალა, რამდენიც კონკრეტულ მომენტშია საჭირო სტაბილურობის მისაღწევად.

„რა თქმა უნდა, მომავალში მაქსიმალურად მეტი უნდა ვიმუშაოთ ხალხთან, იმისათვის, რომ ეს ერთობა იგრძნობოდეს ყოველდღე და ყოველ წუთში”, – აღნიშნა პრემიერმა.

NO COMMENTS