პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში იმყოფება

0
43

საქართველოს მთავრობის მეთაური ვითარების ადგილზე  გასაცნობად აჭარის მთავარ სამმართველოში შსს-ს იმ დანაყოფებს შეხვდა, რომელთაც ბათუმის ქუჩებში წესრიგი დაამყარეს.

გიორგი კვირიკაშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებს  წესრიგის დამყარებისთვის და მოვლენათა შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისთვის  მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უმკაცრეს პასუხს გასცემს ყველას, ვინც არ დაემორჩილება კანონს და უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებს.
” მადლობას გიხდით გმირობისთვის და მოთმინებისთვის. სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები იყენებენ იმდენ ძალას, რამდენიც საჭიროა სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. მინდა, იცოდეთ, რომ ყველა თქვენგანის გვერდით ვარ. მინდა, იცოდეთ და იამაყოთ, რომ გუშინდელ ღამეს გავიარეთ ნამდვილად ძალიან სახიფათო ზღვარზე, მაგრამ ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევასრულეთ ჩვენი ამოცანა ისე, და გამოვიყენეთ იმდენი ძალა, რამდენიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მინდა, მოთმინებისთვის და გმირობისთვის მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს და მინდა, წარმატება გისურვოთ. ასევე, მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველას, ვინც დაზიანდა გუშინ,”- განუცხადა პრემიერმა სამართალდამცავებს.
პრემიერთან ერთად აჭარაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები გამორთულია