რუსთავში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

0
513

სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შეიქმნა, მუშობას ხვალიდან შეუდგება.

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინსტრაციაში CO-თი ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების შემთხვებების პრევენციაზე იმსჯელეს. შეხვედრას მხარის გუბერნატორი, ქალაქის პირველი პირები და „სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე შეიქმნება სპეციალური კომისია რომელიც, გარდაცვალების შემთხვევების მიზეზებსა და პრევენციაზე იმუშავებს. კომისია რუსთავის მერიის სამსახურების, გუბერნიის წარმომადგენლებისა და „სოკარ ჯორჯია გაზის” სპეციალუისტებისაგან დაკომპლექტდება.

კომისია უზრუნველყოფს საინფორმაციო კამპანიის დაწყებას, რათა მოსახლეობას არასწორად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობების შესახებ დეტალური ინფრომაცია მიეწოდოს. დარიგდება სპეციალური ბროშურები და სპეციალისტები ყველა საცხოვრებელი სახლში გაზის მოწყობილობას შეამოწმებენ.

შეხვედრაზე გაიჟღერა ინიციატივამ, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოქალქე, სპეცალისტების მიერ დადებული დასკვნის მიხედვით წესების დარღვევით დამონტაჟებულ დანადგარს წესრიგში არ მოყვანს, მის მიმართ სანქციები დაწესდს.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

 

 

კომენტარები გამორთულია