ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში CO-თი გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე საუბრობენ

0
240

ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, სადაც მხარის გუბერნატორი და ქალაქის პირველი პირები „სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე მხარეები უკანასკნელ პერიოდში რუსთავში CO-თი გარდაცვალების მიზეზებსა და პრევენციაზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსთავში CO-თი გარდაცვალების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. ბოლო 8 დღის განმავლობაში რუსთავში CO-თი 8 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც „ტელეგრაფის” კორესპონდენტი შეხვედრიდან იტყობინება, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებასა და ადგილზე გაზის მოწყობილობების შემოწმებას გაუწევს კოორდინაციას.

პაატა ხიზანაშილის განცხადებით, უნდა მოხდეს იმ ხალხის მოძიება, ვინც მოწყობილობების მონტაჟს უზრუნველყოფს და შემოწმდეს ამ ადამიანების კვალიფიკაცია.

დამატებით დეტალებს შეხვედრის დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ.

კომენტარები გამორთულია