წლების ნანატრი ხიდი ბოლნისის მუნიციპალიტეტში

0
133

მდინარე ქციაზე ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი ხიდი აიგო. ახალი ხიდის სურათები სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ფოტოზე ასახულია მდინარე ქციაზე აგებული ხიდი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს ფიტარეთის მონასტერთან დააკავშირებს. მდინარეზე ხიდი კომპანია CMG-მ ააგო.

ცნობისათვის, მომლოცველებს, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, წლების მანძილზე მონასტრისკენ მიმავალი გზის გავლა მაღალი რისკის ქვეშ უწევდათ. ასევე, გზის არარსებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ფიტარეთის მამათა მონასტერში მცხოვრებ ბერ-მონაზვნებს.

ხიდის არსებობა მნიშვნელოვანია სოფელ ტანძიის მკვიდრთათვის, მათ ნაწილს მდინარის გადაღმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საძოვრები აქვს.

(C) Telegraph.ge

 

 

 

 

 

 

 

 

დღემდე მომლოცველებს ამ ხიდით უწევდათ სარგებლობა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები გამორთულია